Accessibility links

მარტვილის მე-16 საარჩევნო უბნიდან გატაცებული ბიულეტინები ნაპოვნია


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 ივნისს, ღამის ორ საათზე მარტვილის მე-16 უბნიდან გატაცებული ბიულეტინები „დალუქულ მდგომარეობაში ნაპოვნია საარჩევნო უბანთან ახლომდებარე ტერიტორიაზე. მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დაგვიანებით გაეხსნა მე-16 საარჩევნო უბანი და უბანზე კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს“. ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სხვა დარღვევის შესახებაც აცნობა ჟურნალისტებს. მისი თქმით, „ზუგდიდის საარჩევნო ოლქის, ანაკლიის 32-ე უბანზე დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი". 11 საათზე გამართულ ბრიფინზე ეკა აზარაშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ 15 ივნისს, დილით ახალქალაქის მე-4 უბანზე, უბნის გახსნამდე გულის შეტევით გარდაიცვალა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ლევონ საპონჯიანი.
XS
SM
MD
LG