Accessibility links

logo-print

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ათეულობით ადამიანი


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 14 ივნისს, ღამით გზაზე დამონტაჟებული ნაღმი აფეთქდა მინიავტობუსის ახლოს, რომლითაც სახლში ბრუნდებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს უბნებზე მომუშავე პირები. დაიღუპა 10 ზრდასრული და ერთი ბავშვი. სამანგანის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა სედიყ აზიზიმ რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას 15 ივნისს განუცხადა, რომ დაღუპულთაგან 4 ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თანამშრომელი იყო, ექვსი კი - არჩევნებზე მეთვალყურე. აზიზისავე ინფორმაციით, სამანგანის პროვინციის დედაქალაქ აიბაკის ახლოს განხორციელებული თავდასხმისას 6 ქალი დაიღუპა. ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ბიულეტინების დათვლა დაიწყო. ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას 2 ივლისამდე არ მოელიან, საბოლოო შედეგები კი 22 ივლისს უნდა გამოცხადდეს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ადასტურებს ცნობას, რომ ჰერატის პროვინციაში თალიბებმა 11 ადამიანს მოკვეთეს თითები, რომლებიც მათ მელნით ჰქონდათ დანიშნული, მეორეჯერ ხმის მიცემის თავიდან ასაცილებლად. არჩევნების დღეს ავღანეთში განხორციელებულ 150 თავდასხმას სულ ცოტა 46 ადამიანი ემსხვერპლა. „თალიბანისგან“ მუქარის მუხედავად, მილიონობით ავღანელმა მიიღო მონაწილეობა 14 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში. მონაწილე ამომრჩეველთაგან 38% ქალი იყო.
XS
SM
MD
LG