Accessibility links

ახალქალაქში საარჩევნო უბნის გახსნამდე გულის შეტევით გარდაიცვალა კომისიის წევრი


ახალქალაქში, მეოთხე საარჩევნო უბნის გახსნამდე გულის შეტევით გარდაიცვალა კომისიის წევრი ლევონ საპონჯიანი - განაცხადა თბილისში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა. მან გარდაცვლილის ოჯახს საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით სამძიმარი გამოუცხადა. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, კენჭისყრა ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პროცედურული ხარვეზების უმრავლესობა აღმოფხვრილია.
XS
SM
MD
LG