Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი: იმისათვის, რომ პოლიტიკოსები ხალხს ემსახურონ, ისინი მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ


თვითმმართველობის არჩევენებში ხმა მთაწმინდის ოლქის მე-6 უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის პირველმა მისცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან მოქალაქეებს აქტიურობისა და სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ პოლიტიკოსები ხალხს ემსახურონ, ისინი მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ. „ყველა პოლიტიკოსსაც მოვუწოდებ, რომ დღევანდელი დღე იყოს პირველ ყოვლისა დემოკრატიის და შემდეგ მათი გამარჯვება“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
XS
SM
MD
LG