Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლელი დიპლომატების თქმით, არჩევნები კარგადაა ორგანიზებული


საქართველოში აკრედიტებული საელჩოების მიერ ქვეყნის მასშტაბით გაგზავნილი სადამკვირვებლო ჯგუფებისგან მიღებული ინფორმაციით, არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ 14 ივნისს მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც შეკითხვებს ბადებს. “გვესმის, რომ ემოციური ატმოსფეროა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს კარგი შესაძლებლობაცაა არჩევნების მშვიდობიანად ჩასატარებლად“ - განაცხადა ნორლანდმა. აშშ-ის ელჩი დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების ელჩებთან ერთად აკვირდება არჩევნების მიმდინარეობას თბილისის რამდენიმე უბანზე. მათი შეფასებით, არჩევნები კარგადაა ორგანიზებული.
XS
SM
MD
LG