Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთლიანობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს


ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დამკვირვებლებმა ამ დროისთვის 17 დარღვევა დააფიქსირეს და 5 საჩივარი დაწერეს. ორგანიზაციის განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთლიანობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ყველაზე მეტი დარღვევა კი ზუგდიდის და მარტვილის საარჩევნო ოლქებში გამოვლინდა. საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულად შეაფასა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ.“ ორგანიზაციის მეთვალყურეებს ამ დროისათვის 9 საჩივარი აქვთ დაწერილი.
XS
SM
MD
LG