Accessibility links

logo-print

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ზოგიერთ ოპონენტს სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სურვილი აქვს


კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებით, ზოგიერთ ოპონენტს სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სურვილი აქვს. კოალიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სახელით საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს გაუგზავნეს მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ოპონენტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, მათ შორის კოალიციის ლიდერებზე, საარჩევნო ტემპერატურის აწევის და ამომრჩევლებისა და დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანის მიზნით. „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს მოუწოდა, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავის და ქვეყნის მომავალს და საარჩევნო უბნებზე მივიდნენ.
XS
SM
MD
LG