Accessibility links

ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა კოალიციამ "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“


ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა კოალიციამ "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია.“ თბილისში გამართულ ბრიფინგზე კოალიციის პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ბარამიძის მტკიცებით, მარტვილია რაიონი, სადაც, წინასწარი გამოკითხვებით, კოალიციას არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვების რეალური შანსი აქვს და დარღვევები სწორედ ამ მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. გიგლა ბარამიძის განცხადებითვე, ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ დოშაყეში 14 ივნისს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ მოსახლეობისთვის დაერიგებინათ ფქვილი, მაგრამ მსურველები არასაკმარისი რაოდენობით აღმოჩნდნენ და, როგორც ჩანს, ამის შემდეგ მიიღეს სხვა გადაწყვეტილება და ნიღბიანმა პირებმა ბიულეტენები გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG