Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი: იქნება თუ არა მეორე ტური, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია და არა ჩვენი სასპეკულაციო


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის საკეთილდღეოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. "ჩვენ მზად ვართ თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებისთვის, რაც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება“ - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ხმა თბილისში, საბურთალოს საარჩევნო ოლქის 54-ე უბანზე მისცა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელი არჩევნების შედეგად საქართველოს ეყოლება მრავალპარტიული საკრებულოები და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული მერები და გამგებლები. დავით უსუფაშვილისთვის გაუგებარია, რატომ არის აჟიოტაჟის საგანი არჩევნების მეორე ტურის თემა. „იქნება თუ არა მეორე ტური, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია და არა ჩვენი სასპეკულაციო" - განაცხადა უსუფაშვილმა.
XS
SM
MD
LG