Accessibility links

„არასაპარლამენტო ოპოზიცია" პარტიებს მოუწოდებს, თავისუფალ გარემოში კენჭისყრის პირობები შექმნან


საარჩევნო ბლოკის „არასაპარლამენტო ოპოზიციის" განცხადებით, ბევრ უბანზე შეინიშნებიან "ქართული ოცნებისა" და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ქალები, რომლებიც ამომრჩეველთა აქტივობას სიების მიხედვით აკონტროლებენ. "არასაპარლამენტო ოპოზიციამ" პარტიებს მოუწოდა, ნუ გაიმეორებენ ნაციონალური მოძრაობის მიერ დანერგილ მანკიერ პრაქტიკას და მოქალაქეებს მისცენ საშუალება პოზიცია თავისუფალ გარემოში გამოხატონ.
XS
SM
MD
LG