Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილმა სამძიმრის წერილები გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს


ლუგანსკში 49 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამძიმრის წერილები გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს და პრემიერ-მინისტრს არსენი იაცენიუკს. "მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ“ - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში. ლუგანსკში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და დაგმო ტერორიზმის, ექსტრემიზმის და სეპარატიზმის ნებისმიერი გამოვლინება. სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხს და უკრაინის მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG