Accessibility links

ნაციონალური მოძრაობის აზრით, თბილისსა და სხვა ქალაქებში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება


რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ თბილისსა და სხვა ქალაქებში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. „მთავრობა ცდილობს, საზოგადოებას ზეიმის იმიტაცია შესთავაზოს, თითქოს მათ საზეიმოდ და მისალოცად აქვთ საქმე“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, არჩევნებზე მოსახლეობის 60% არ მივიდა, რითიც პროტესტი გამოუცხადა ხელისუფლებას და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.
XS
SM
MD
LG