Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა ცესოკოს მადლობა გადაუხადა საარჩევნო პროცესის კარგად ორგანიზებისთვის


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ცესოკოს მადლობა გადაუხადა საარჩევნო პროცესის კარგად ორგანიზებისთვის. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა ჩაიარა სერიოზული დარღვევების გარეშე, მცირე ხარვეზებსა და ინციდენტებზე კი როგორც საარჩევნო ადმინისტრაციამ, ისე პოლიციამ რეაგირება უკვე მოახდინეს და იმედი მაქვს, გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან აქტიურობისა და ობიექტურობისთვის მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც.
XS
SM
MD
LG