Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: თვითმმართველობის არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა


საარჩევნო კომისიებში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ბიულეტენებისა და კანდიდატების სიმრავლიდან გამომდინარე, წინასწარი შედეგების დათვლას საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით მეტი დრო დაჭირდება. აზარაშვილის თქმით, საუბნო-საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების მიღებისთანავე დოკუმენტები დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა. ცესკომ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვისთვის.
XS
SM
MD
LG