Accessibility links

logo-print

უცხო პირებმა საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს ხონის 22-ე საარჩევნო უბანზე


საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საქართველოს ცესკომ მიიღო ინფორმაცია, რომ ხონის 22-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრნენ უცხო პირები, რომლებმაც საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის ცნობით, სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებიან და მომხდარი ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს. დეტალურ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია მოგვიანებით გაავრცელებს.
XS
SM
MD
LG