Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მეამბოხეებმა დაიკავეს კიდევ ერთი ქალაქი


ერაყის ჩრდილოეთიდან გავრცელებული ცნობებით, დაჯგუფება - „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ“ კიდევ ერთი - მოსულთან ახლოს მდებარე, უმეტესად თურქმენებით დასახლებული ქალაქი ტალ აფარი დაიკავა. ამ ქალაქის მცხოვრებლებმა სააგენტო „როიტერზს“ ტელეფონით აცნობეს, რომ 16 ივნისს დილით ქალაქი ტალ აფარი, ბრძოლისა და დიდი მსხვერპლის გაღების შემდეგ, მეამბოხეებს ჩაბარდა. ქალაქის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა: „შიიტი ოჯახები დასავლეთისკენ გაიქცნენ, სუნიტი ოჯახები კი - აღმოსავლეთისკენ“-ო. რადიო თავისუფლების ერაყული სამსახურის ცნობით, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მეომრებმა“ 15 ივნისს ცეცხლი გაუხსნეს ანბარის პროვინციაში, ალ-ბაღდადიში განლაგებულ სამხედრო ბაზას. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შეტაკებებია რამადიში, ფალუჯასა და მის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გერმაში. ერაყის მთავრობის თანახმად, ხელისუფლებამ მოახერხა კონტროლის აღდგენა ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებზე, მათ შორის - სალაჰედინის პროვინციის ქალაქ იშაყიზე.
XS
SM
MD
LG