Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ გამოაქვეყნა თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემები


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 16 ივნისის დილის მდგომარეობით, თბილისის მერის არჩევნებისთვის დათვლილია 729 უბნიდან 101 უბნის შედეგი, ანუ ხმების 43,76%. ამ მონაცემებით თბილისის მერობის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა ხუთეული ასე გამოიყურება: დავით ნარმანია - 46,1%, ნიკანორ მელია - 28%, დიმიტრი ლორთქიფანიძე - 12,85%, ირმა ინაშვილი - 5,31%, ასმათ ტყაბლაძე - 2,53%. რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების წინასწარ შედეგებს, ცესკოს საიტიდან შეიტყობთ, რომ 3,637-დან დათვლიია 468 საარჩევნო უბნის შედეგი. „ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს ხმების - 53,36%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 21,44%, „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ – 10,09%, „დავით თარხან-მოურავ - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ – 4,2%, „შალვა ნათელაშვილ - საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ – 3,38%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე მოცემულია აგრეთვე თვითმმართველი თემების გამგებლების არჩევნების წინასწარი შედეგები. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, მონაცემები ჯერ კიდევ შეტანის პროცესშია.
XS
SM
MD
LG