Accessibility links

ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს 19 წლის პალესტინელი ბიჭი


16 ივნისს, დილით ისრაელის სამხედროებმა, სამი ისრაელელი მოზარდის ძებნის დროს, მოკლეს პალესტინელი ბიჭი. ისრაელელი მოზარდები 12 ივნისს დაიკარგნენ. 19 წლის პალესტინელი კი ქალაქ რამალას ახლოს მოკლეს, როცა ისრაელის ჯარისკაცები დასაკითხავად აკავებდნენ ათობით პალესტინელს, დაკარგული ისრაელელების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამი მოზარდი, სავარაუდოდ, ჰებრონთა ახლოს 12 ივნისს გაიტაცეს, როცა ისინი ე.წ. „ავტო-სტოპით“ გადაადგილდებოდნენ. გატაცებულთაგან ერთ-ერთი ამერიკის მოქალაქეც არის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახალგაზრდების გატაცებაში მოძრაობა „ჰამასი“ დაადანაშაულა. ისრაელელი მოზარდების უსაფრთხო დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა კი დააკისრა პალესტინელთა ლიდერ მაჰმუდ აბასს, რომელმაც ახლახან „ჰამასთან“ შეთანხმება გააფორმა.
XS
SM
MD
LG