Accessibility links

მოსკოვში იხსნება "ნავთობის მსოფლიო კონგრესი"


16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში „ნავთობის მსოფლიო კონგრესს“ გახსნის. ღონისძიება სამ წელიწადში ერთხელ იმართება და ის ერთ კვირას გასტანს. კონგრესს სახელმწიფო და კერძო კომპანიების წარმომადგენლები - დაახლოებით, 5000 დელეგატი ესწრება. წელს „ნავთობის მსოფლიო კონგრესმა“ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა რიგი გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, როგორებიცაა - უკრაინის კრიზისი და რუსეთ-უკრაინის შეუთანხმებლობა გაზის საკითხზე; აგრეთვე ნავთობი ფასის ზრდა ერაყში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების გამო. „ნავთობის მსოფლიო კონგრესში“ მონაწილეობას იღებენ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკის) გენერალური მდივანი აბდულა ელ-ბადრი, „ბრიტიშ პეტროლეუმის“ ხელმძღვანელი ბობ დადლი, რუსეთის „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ ხელმძღვანელები.
XS
SM
MD
LG