Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ გამოაქვეყნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები 16 ივნისის 8 საათისთვის


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 16 ივნისს, დილის 8 საათის მდგომარეობით თბილისის მერის არჩევნებისთვის დათვლილია 729-დან 479 უბნის შედეგები, ანუ ხმების 65,71%. ამ მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატთა პირველი ექვსეულის წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება: დავით ნარმანია - 46,2%, ნიკანორ მელია - 27,76%, დიმიტრი ლორთქიფანიძე - 12,86%, ირმა ინაშვილი - 5,33%, ასმათ ტყაბლაძე - 2,49%, კახა კუკავა - 2,35%. რაც შეეხება, საქართველოს მასშტაბით პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების წინასწარ შედეგებს, 3,637-დან დათვლილია 1166 საარჩევნო უბნის შედეგი. „ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს ხმების - 50,74%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 23,13%, „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ – 10,26%, „დავით თარხან-მოურავ - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ – 4,75%, „შალვა ნათელაშვილ - საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ – 3,4%. თბილისში პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები 16 ივნისის, დილის 8 საათისთვის ასეთია: 729 უბნიდან დათვლილია 410. „ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს ამომრჩეველთა ხმების 45,86%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 26,52%, „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ – 10,51%, „დავით თარხან-მოურავ - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ – 6,1% და „შალვა ნათელაშვილ - საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ – 3,57%.
XS
SM
MD
LG