Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში ირანთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იწყება


16 ივნისს ვენაში ირანის მომლაპარაკებლები მსოფლიო ექვსეულის დიპლომატებს შეხვდებიან. ავსტრიის დედაქალაქში იმართება ირანთან მუდმივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი - მეხუთე რაუნდი, რომელიც 20 ივნისამდე გასტანს. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას სურთ, რომ ირანმა შეამციროს ბირთვული პროგრამა და საერთაშორისო ინსპექტორებს მისცეს ბირთვული ობიექტების უკეთესად შემოწმების საშუალება. ირანს სურს, რომ მოუხსნან ყველა საერთაშორისო სანქცია. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ 14 ივნისს განაცხადა, 20 ივლისამდე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, დარჩენილი „უთანხმოებები შესაძლოა მოგვარდეს კეთილი ნებითა და მოქნილობით“.
XS
SM
MD
LG