Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დავით ნარმანიას ხმების 46,35% აქვს


თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შორის ყველა ოლქში ლიდერობენ კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 8 თვითმმართველ ქალაქში მერის ასარჩევად მეორე ტური იქნება საჭირო. თბილისში, სადაც დათვლილია უბნებიდან მიღებული შედეგების 86,33% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დავით ნარმანიას ხმების 46,35% აქვს, მეორე ადგილზე კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელიაა 27,58%-ით. მერად არჩევისთვის საჭირო 50%-იანი ბარიერი „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გადალახეს ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისსა და ზუგდიდში. კიდევ შვიდ თვითმმართველ ქალაქში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმში პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან, თუმცა 50%-იანი ბარიერი არ გადაულახავთ. ამავე ქალაქებიდან მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები არიან თელავში, რუსთავსა და ბათუმში. მცხეთის მერის არჩევნებში მეორე ადგილზეა მწვანეთა პარტიის კანდიდატი, გორში ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ კანდიდატი და ოზურგეთსა და ფოთში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები.
XS
SM
MD
LG