Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შეზღუდა უკრაინისათვის გაზის მიწოდება


რუსეთი აცხადებს, რომ შეზღუდა უკრაინისათვის გაზის მიწოდება მას შემდეგ, რაც 16 ივნისს ამოიწურა ვალის გასტუმრების ვადა. მაგრამ რუსეთი აცხადებს ასევე, რომ ეს ნაბიჯი არ მოახდენს გავლენას ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე. კომპანია „გაზპრომის“ პრესმდივნის, სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, რახან უკრაინას დათქმულ ვადამდე არ გაუსტუმრებია ვალი, მოსკოვს არა აქვს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, კიევს გაზი მიაწოდოს. „გაზპრომი“ აცხადებს ასევე, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა უკრაინის წინააღმდეგ საჩივრით, კიევისაგან 4,5 მილიარდი დოლარის მისაღებად. კიევში 15 ივნისს უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის შუამავლობით გამართულ/ მოლაპარაკება დავის მოსაგვარებლად. ბრუსელის განცხადებით, უკრაინა მზად იყო, ახლა გადაეხადა 1 მილიარდი და მოგვიანებით - მეტი, მაგრამ მოსკოვმა უარყო ეს წინადადება.
XS
SM
MD
LG