Accessibility links

logo-print

ერაყში მეამბოხეებმა კიდევ ერთი ქალაქი დაიპყრეს


ერაყში ექსტრემისტების ჯგუფი „ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ერაყში დაიპყრო კიდევ ერთი ქალაქი მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა ექსტრემისტების მიერ ასობით ერაყელი ჯარისკაცის დახოცვის შესახებ. ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით, 420 კილომეტრში მდებარე ქალაქ ტალ აფარის მცხოვრებლებმა და ოფიციალურმა პირებმა უთხრეს ჟურნალისტებს, რომ სუნიტმა ექსტრემისტებმა 16 ივნისს დილით დაიპყრეს ქალაქი ინტენსიური შეტაკებების შემდეგ. ტალ აფარი დაეცა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც "ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებმა, რომლებიც ალ-ყაიდის მოკავშირეებად არიან მიჩნეული, 1700-მდე შიიტი ჯარისკაცი დახოცეს თიქრითში და ინტერნეტში გამოაქვეყნეს სურათები, რომლებზეც, მათი თქმით, დახოცილები ჩანან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ექსტრემისტების მოქმედება. ამასობაში, დასავლეთის მედიამ გაავრცელა ცნობა ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებაზე, რომ ვაშინგტონი განიხილავს ირანთან მოლაპარაკების საკითხს, ერაყში ექსტრემისტების წინააღმდეგ ერთობლივი ზომების მისაღებად.
XS
SM
MD
LG