Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებამ ხუთი სამოქალაქო პირი შეიწირა


ავღანეთში ერთი ოჯახის ხუთი წევრი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმობილია 16 ივნისის ინციდენტი და აღნიშნულია, რომ დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო თალიბანს ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG