Accessibility links

logo-print

კენიაში ექსტრემისტებმა 50-მდე ადამიანი დახოცეს


კენიაში, სულ ცოტა, 48 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, ჯგუფ „ალ-შაბაბის“ წევრი ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. ოფიციალური პირების ცნობით, ექსტრემისტებმა სომალიდან მიიტანეს იერიში ზღვისპირა ქალაქ მპეკეტონიზე, ცეცხლი წაუკიდეს ორ სასტუმროს. შიშობენ, რომ დაღუპულების რიცხვი გაიზრდება. „ალ-შაბაბს“ პირობა აქვს დადებული, რომ ტერაქტებს მოაწყობს, რათა შური იძიოს სომალიში კენიის სამხედრო ოპერაციისათვის. 2011 წელს კენიაში გახშირდა უცხოელი ტურისტების მოტაცების შემთხვევები, რასაც კენია ასახელებს სომალის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად.
XS
SM
MD
LG