Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: აშშ განიხილავს ერაყში საჰაერო დარტყმების შესაძლებლობას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ვაშინგტონი განიხილავს აშშ-ის საჰაერო დარტყმების შესაძლებლობას, რათა ერაყის მთავრობას დაეხმაროს ისლამისტური ამბოხების ჩახშობაში. კერის თქმით, ვაშინგტონი განიხილავს ერაყის კრიზისზე ირანთან მოლაპარაკების შესაძლებლობასაც. კერიმ ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა 16 ივნისს, ინტერნეტპორტალ „იაჰუ ნიუსთან“ საუბარში. კერის ამ განცხადების ფონია ერაყში ექსტრემისტების ჯგუფ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მიერ კიდევ ერთი ქალაქის აღება. ეს ქალაქი - ტალ აფარი - ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით, 420-მდე კილომეტრში მდებარეობს და მასზე 16 ივნისს დაამყარეს კონტროლი ექსტრემისტებმა ინტენსიური შეტაკებების შემდეგ. ტალ აფარის დაცემა რამდენიმე დღეში მოჰყვა „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" წევრების მიერ ქალაქების მოსულისა და თიქრითის დაპყრობას.
XS
SM
MD
LG