Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა 275 ჯარისკაცს გზავნის ბაღდადში საელჩოს დასაცავად


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს შეატყობინა, ბაღდადში აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 275 ჯარისკაცის გაგზავნის განზრახვის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულია ერაყში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, როცა „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილმა ჯგუფმა დაიკავა ტერიტორიები ერაყის ჩრდილოეთში და ბაღდადისკენ მიიწევს. ობამას განცხადება შესაბამისობაშია საკანონმდებლო აქტთან, რომელიც ზღუდავს პრეზიდენტს - კონგრესთან შეთანხმების გარეშე გაგზავნოს სამხედრო ძალები უცხო ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG