Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი ბელგრადს "სამხრეთის ნაკადზე" შეუთანხმდა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბელგრადში იმყოფება. 17 ივნისს მან მოლაპარაკება გამართა მოლაპარაკებებს გამართავს სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ივიცა დაჩიჩთან. მთავარი საკითხი „სამხრეთის ნაკადის“ გაზსადენის პროექტის პერსპექტივა იყო. ლავროვის თქმით, რუსეთმა და სერბიამ დაადასტურეს მათი ვალდებულება გაზსადენის მიმათრთ. „სამხრეთის ნაკადის“ პროექტი ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ივნისის დასაწყისში ბულგარეთმა განაცხადა, რომ ის აჩერებს მილსადენის მონაკვეთის მშენებლობას. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 9 ივნისს განაცხადა, რომ ბელგრადს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება მილსადენის მისი ნაწილის მშენებლობის შესახებ. „სამხრეთის ნაკადის“ მიზანია რუსეთის ბუნებრივი აირი სამხრეთის მარშრუტით, უკრაინის გვერდის ავლითა და ბალკანეთის გავლით მიაწოდოს ევროკავშირს.
XS
SM
MD
LG