Accessibility links

უკრაინის უშიშროების საბჭო - კრამატორსკში დააკავეს დაქირავებული მეომარი რუსეთიდან


„უკრაინსკაია პრავდა“, უკრაინის უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით, იუწყება, რომ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა კრამატორსკში დააკავეს უკანონო შეიარაღებული ფორმირების ხუთი წევრი, რომლებმაც უკრაინელ სამხედროებს ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი - ნიკოლაი კრილოვი რუსეთის მოქალაქეა, 21 წლის არის და წარსულში კრასნოდარის სამხედრო-საავიაციო სასწავლებლის კურსანტი იყო. კრილოვს უთქვამს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარეს საომრად საზღაურის სანაცვლოდ ჩავიდა. კრილოვის სიტყვებით, განცხადება მოხალისეების შეკრების შესახებ ინტერნეტში უნახავს. ამ „სამუშაოს“ საზღაურად სახელდებოდა - 1000 დოლარი დღეში.
XS
SM
MD
LG