Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ანტიტერორისული ოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა 125 ჯარისკაცი


უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის ვიტალი იარემას განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას 125 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მათგან 96 უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურე იყო, 22 - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, აგრეთვე მესაზღვრეები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები. მსხვერპლის უმრავლესობა გამოიწვია თვითმფრინავისა და შვეულმფრენების ჩამოგდებამ. ორშაბათს სატელევიზიო ინტერვიუს დროს ვიცე-პრემიერმა დააზუსტა, რომ უშუალოდ ბრძოლაში ცოტა სამხედრო იღუპება. გასულ კვირაში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ოლეგ მუსიმ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს 210 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - 14 ბავშვი.
XS
SM
MD
LG