Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება


7 ივნისს ჟენევაში სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო დისკუსიის, მორიგი, 28-ე რაუნდი იწყება. ორდღიან მოლაპარაკებას ევროკავშირი, გაერო და ეუთო თანათავმჯდომარეობენ. დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ საქართველო, რუსეთი, აშშ და ორი დე ფაქტო რეგიონის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. 28-ე რაუნდში პირველად ჩაერთვება სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისში ევროკავშირის საგანგებო ახალი წარგზავნილი, ჰერბერტ ზალბერი. საქართველოს დელეგაციას ტრადიციულად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG