Accessibility links

logo-print

ინციდენტების ფონზე ჩატარებული „მშვიდი და თავისუფალი“ არჩევნები ზუგდიდში


N32 საარჩევნო უბანი ანაკლიაში

N32 საარჩევნო უბანი ანაკლიაში

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა არჩევნების დღეს ზუგდიდი, დარღვევების თვალსაზრისით, ერთ-ერთ რთულ ოლქად დაასახელა, ის იმ თვითმმართველ თემებს შორისაა, სადაც არჩევნების მეორე ტურის ჩატარება საჭირო არ გახდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ლიდერობენ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები. ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ მონაცემებზე გავლენას ვერ მოახდენს კომისიაში შესული 8 სხვადასხვა შინაარსის საჩივარი. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კობა კვარაცხელიას განცხადებით, საჩივრები ძირითადად კენჭისყრის დღეს პროცედურულ დარღვევებს ეხება.

სერიოზულ დარღვევებს შორის სახელდება ანაკლიის #32 უბანი, სადაც 2012 წელს დაუდგენელ ვითარებაში დაკარგული მოქალაქის მშობლებმა კენჭისყრა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს, და ზუგდიდის სოფელი ახალსოფელი, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის უბანთან ინციდენტი მოხდა:

„32-ე უბანზე ანაკლიაში, იქ შეწყდა კენჭისყრა. სხვა მხრივ ზუგდიდი #67 ოლქში შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდად. რაც შეეხება ახალსოფლის ინციდენტს, ის აღმოფხვრილია, მას გავლენა არ მოუხდენია მონაცემებზე“.
საერთო ჯამში, თუ ამ ორ უბანს არ გავითვალისწინებთ, ზუგდიდის ოლქში -განსაკუთრებით ქალაქში - არჩევნები ჩატარდა მშვიდ და თავისუფალ გარემოში. არ ჰქონია მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი...


მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სამეგრელო არჩევნების დღეს ერთ-ერთ რთულ რეგიონად დაასახელა, მთლიანობაში, კენჭისყრის დღემ აქ მშვიდად და ნორმალურად ჩაიარა, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა 15 ივნისს მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბრისას იხსენებს მარტვილში მომხდარ ინციდენტს, როცა საარჩევნო ყუთი გაიტაცეს, თუმცა, მისივე თქმით, ფაქტზე დროულად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და აქ კენჭისყრის პროცესი დაგვიანებით, მაგრამ მაინც განახლდა. ორგანიზაციის ზუგდიდის კოორდინატორი ასახელებს ასევე ანაკლიის #32 უბანზე ჩაშლილ არჩევნებს და სოფელ ახალსოფლის ინციდენტს:

„საერთო ჯამში, თუ ამ ორ უბანს არ გავითვალისწინებთ, ზუგდიდის ოლქში -განსაკუთრებით ქალაქში - არჩევნები ჩატარდა მშვიდ და თავისუფალ გარემოში. არ ჰქონია მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი. ჩვენ ზუგდიდში დავწერეთ ორი საჩივარი, ერთი წალენჯიხაში. ეს საჩივრები ეხებოდა ტექნიკური ხასიათის დარღვევებს. მაგალითად, კუკავა-ჩიხრაძის პარტიას ერთ უბანზე ჰყავდა ორი წარმომადგენელი, თან შესაბამისი ბეიჯის გარეშე. ჩემმა თანამშრომელმა საჩივარი დაწერა სოფელ დარჩელში, სადაც გვერდით ოთახში აღმოჩნდა ცალკე გადადებული კონვერტები. ფაქტზე იყო რეაგირება და ეს კონვერტები გაბათილდა“.

ამასთან, არჩილ თოდუას განცხადებით, მნიშვნელოვანია ცესკოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ, ერთობლიობაში, ცესკოს წარმომადგენლებმა ადგილებზე თავი გაართვეს საარჩევნო პროცესს, იყო შემთხვევები, როცა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გარკვეული ცოდნა არ ჰქონდათ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. ორგანიზაცია ასევე თვლის, რომ აუცილებელია არჩევნების დღეს სამეგრელოში დაფიქსირებული დარღვევები შესაბამისმა უწყებებმა გამოიძიონ და პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, ვინც არჩევნების ჩაშლას ცდილობდა.

რაც შეეხება ანაკლიის #32 უბანს, აქ კენჭისყრა განმეორებით კანონით დადგენილ ვადებში გაიმართება.
XS
SM
MD
LG