Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ირანში თავისი საელჩოს კვლავ გახსნის


დიდი ბრიტანეთი გეგმავს თეირანში თავისი საელჩო კვლავ აამოქმედოს. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა 17 ივნისს პარლამენტს მისწერა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე „ვითარება არის სწორი“ საელჩოს გასახსნელად, მაგრამ არის პრაქტიკული თემები, რომლებიც პირველ რიგში უნდა მოგვარდეს. ჰეიგის თქმით, პრეზიდენტად ჰასან როჰანის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დასავლეთის და თეირანის ურთიერთობის განვითარების საქმეში. ერაყში სუნიტი მეამბოხეების წინსვლამ, ჰეიგის თქმით, დიდი ბიძგი მისცა საელჩოს კვლავ გახსნის თემას. დიპლომატიურ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის გაწყდა 2011 წელს თეირანში ბრიტანეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ.
XS
SM
MD
LG