Accessibility links

logo-print

ნაჯახით დაჭრეს ოსლოს ერთ-ერთი მეჩეთის იმამი


ნორვეგიის ოფიციალური ცნობით, თავს დაესხნენ და მცირე ნაჯახით დაჭრეს ოსლოს ერთ-ერთი მეჩეთის იმამი, როცა ის შინ ბრუნდებოდა. ნეჰმა ალი შაჰი ოსლოში, შინ ბრუნდებოდა ჯამაათ აჰლე-სუნატის მეჩეთიდან, როცა უცნობმა ნიღბიანმა პირმა ნაჯახით სახესა და ხელებზე დარტყმა მიაყენა. იმამის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია. პოლიციას ინციდენტს ადგილზე დამონტაჟებულ ვიდეოჩანაწერებს სწავლობს. მეჩეთი ოსლოში 1977 წელს დაარსდა, მრევლი ხუთი ათას ადამიანს ითვლის. მისი დაფუძნება პაკისტანელი ემიგრანტების პირველ ტალღას მიეწერება.
XS
SM
MD
LG