Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასიცოცხლო ეკლექტიკა


ავტორი: ლუკა მგელაძე

მე მსურს ჯვარს ვეცვა, რომ დავინახო,
მკვეთრად შევიგრძნო ჩემი წვალება,
მე მსურს ვიცოდე, მძაფრად ვიცოდე,
რა შეგრძნებაა ფერისცვალება.

პირველი ტირილის ხმა გვაუწყებს მომავალი სიცოცხლის დაწყებას და მის შეხებას გარე სამყაროსთან. სწორედ ამ ათვლის წერტილიდან ენაცვლება ერთმანეთს მხიარულება და ცრემლის ღვრა, სიმტკიცე და სისუსტე. შეგრძნებების სამყარო განსაზღვრავს პიროვნების ჩამოყალიბასა და მისი მოქმედების არეალს, დროსა და სივრცეში.
გონების მოგცევა მხოლოდ ერთი სახის ემოციით ცხენს წააგავს, თვალებზე მიმართულების განმსაზღვრელი ტყავი რომ აქვს აკრული, მას კონკრეტულად განსაზღვრული მოქმედების სფერო და სამიზნე გააჩნია, ზედაპირული სვლით, ზედაპირული დირექტივით. საკითხავია ნუთუ განვითარებაზე შემყურე მგდომარეობისათვის ეს ზედაპირულობა და უპრობლემურობა არის კი თავისუფალი შეგრძნების არსი? ან არარსებული წინაღობა ნიშნავს კი სიმშვიდეს?
არ არსებობს ჭეშმარიტება მისი აბსოლუტური შეფასების კრიტერიუმით, მეტადრე აქ დედამიწაზე, ასევე არ არსებობს განვითარება, წინააღმდეგობრივი აზრებისა და შეხედულებათა ურთიერთჭიდილის გარეშე. მრავალი ფიქრი და შეგრძნება, დემონობაც და ანგელოზობაც, გონების მოგცევისა და მონობისაგან გაქცევის გზაა, ვერ იარსებებდა სიკეთე ბოროტების და ბოროტება სიკეთის გარეშე, მუდმივი ქიშპობა და დაპირისპირება ის ისტორიული მოცემულობაა, რომელიც არჩევანის წინაშე გვაყენებს და სწორედ ასარჩევთა გაანალიზება იძლევა წინ სვლის საუკეთესო საშუალებას.
ქვეყანაზე მოვლინება სისხლსა და ტირილში იმის მანიშნებელია, რომ ისეთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, მომენტი სიცოცხლისა, გადაქცეულა ტკივილისა და თავდადების ლოგიკურ ჯაჭვად.
ადამიანის სვლა სიბნელეში არა მის დაბნელებას, არამედ სინათლის ძებნას უნდა ეფუძნებოდეს, არა შეგუებას, არამედ შეუგუებლობას. ცხოვრებისაგან შემოთვზებული არასასიამოვნო მოცემულობები მხოლოდ მაშინ ხდება პირობითი, როცა გონებისა და გულის ჰარმონიული ბრძოლა, გადალახავს უხილავად გავლებულ წითელ ხაზებს და ზღვარს, სიბნელიდან სინათლემდე შესაძლებელ გადასავლელ გზად გაიხდის. ემოციის ურთიერთდაპირისპირებული შენაკადები გონების ის სასიცოცხლო გამოწვევაა, რომელიც უსათუოდ გვაპოვნინებს პასუხს. განცდის აუცილებლობა კი ის უმნიშვნელოვანესი მენტალური ჩიხია, რომლის გავლის შემდგომაც დაიბადება ახალი, ან უფრო მეტად, შეგნებულად განვითარდება არსებული.

Анархия — мать порядка ესეც იმ მოცემულობათაგანია, რომელიც ისევე შედარებითია და არაჭეშმარიტი,როგორც სხვა მრავალი, წორედ მისი მრავალჭეშმარიტებისდა გამო.
თუკი ანარქიული შენაკადები, რაციონალური გაანალიზებითა და შედარებების გზით დავა სამოქმედო გეგმამდე ის უთუოდ გაამართლებს ფრაზის სისწორეს, ის უთუოდ გახდება წინაპირობა შექმნისა და განვითარებისათვის. ამ გზა გამოვლილ პიროვნებას ყოველთვის გაცილებით მაღალი შეფასება ექნება, მიუხედავად მისი დასაკავებელი პოზიციისა, რადგან სადაც არ უნდა იდგეს ის, ის იდგება ცოდნითა და შეგნებით. მისი, ოდესღაც განცდილი ემოცია, თუნდაც მისთვის მიუღებელი მის შეგნებას უფრო ლმობიერსა და საზოგადოდ სასარგებლოს გახდის.

მეორეს მხრივ კი თუ ანარქია ანარქიადვე დარჩება და ეს უკანასკნელე ასეთივედ რჩება, როცა ჩვენი გონების გასაღები სხვას უპყრია ხელთ, ის ვერ იქცევა სამაგალითო, ვერც პიროვნებისა და ვერც სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების გზაზე.

ორივე შეფასება სწორია და განმსაზღვრელი მომავალი ყოფისა, თუმცა გზამკვლევად ასარჩევი მხოლოდ ერთია, არჩევანი ჩვენი ფიქრისა და განსჯისა, ხშირად ეკლექტიკური შინაგანი წიაღსვლების შეგრძნება-გაანალიზებაა, თუ გვინდა მშვიდობა მოვემზადებით ომისათვის, ომისათვის, არა მისი გარეგანი გამოხატულების, არამედ შინაგანი დაწმენდისა და კრისტალიზაციის გზით, რადგან ის, რაც ზედაპირზეა ოდესღაც ნასწავლი ან უსწავლელი ჩვენი ლოგოსის გამოძახილია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG