Accessibility links

logo-print

შუქი. სინათლის სხივი, რომელმაც გაიელვა ჩემსა და სიბნელეს შორის’


ავტორი: სალომე გაბლიანი

‘’შენ არ დამიწყებდი ძებნას, უკვე ნაპოვნი რომ არ გყავდე.’’

ჩემთვის ხელოვნება ლურჯია.. წმიდათაწმინდა ტყუილია. ზოგისთვის შეიძლება გაუგებრად ჟღერდეს ‘’ტყუილი’’ და ‘’წმინდა’’ გვედიგვერდ, მაგრამ ჩემთვის ასეა. ხელოვანის დანიშნულებაა, აბსოლუტურად ბანალურში დაგანახოს მარადისობა და სრულიად მარადიული კონკრეტულში ჩამოგიტანოს... დაგანახოს ისეთი რამ, რაზეც შეგიძლია თქვა: ‘’აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი..’’ ეს არის არა-ფერისა და ყველა-ფერის ჯადოსნური ჰარმონია.

.. ხელოვნება აუხსნელია: ჯოხზე დამაგრებული ბეწვით რომ უცნობ სამყაროს ხატავ, ამას ვერ ახსნი... ეს უნდა გაიგო, სულის შიგნით უნდა შეიხედო.. ისე ,როგორც ჰომეროსი... მას ამიტომ უწოდებდნენ ბრმას: ვერ ხედავდა იმას, რასაც სხვები, არამედ იმაზე მეტს. როგორც გოეთე ამბობდა, ‘’ხელოვნება ფორმად ქცეული კანონებია’’. ხელოვანი სულ ჭიდაობს და ამავდროულად ჭორიკანაა: მან რაღაც უნდა გაგიმხილოს, გაგანდოს, მაგრამ რაღაც დიდს და მნიშვნელოვანს თავისთვის იტოვებს… მხატვრობა, ეს არის ფერების, იდეის, ხატ-სახეების უკიდეგანო თამაში. იგი ისეთივე კონკრეტულია, როგორც სახე და ისეთივე ზოგადი, როგორც ცნება. მხატვარი.. ფერებით წერა... თავისი თავის კომპოზიტორი.. შუქებისა და ჩრდილების თამაში. როდესაც დავიწყე ამ ჩანაწერისთვის მზადება, ზუსტად ვიცოდი, რომ ვისაუბრებდი ერთ კონკრეტულ ფერმწერზე, მაგრამ ვაღიარებ, საშინლად გამიჭირდა მიმდინარეობის არჩევაც კი , რადგან ერთნაირად მიმზიდველია როგორც იმპრესიონიზმი და ექსპრესიონიზმი, ასევე სიურეალიზმი და მეტაფიზიკური მხატვრობა. გაშმაგებული ვათვალიერებდი ხან ერთი, ხან მეორე ფერმწერის ტილოებს და, ვინ წარმოიდგენს, მაგრამ ერთმანეთს ვადარებდი ლოურენს ალმა ტადემას, ხუან მიროს, რენე მაგრიტის, ვან გოგს, კლოდ მონეს, სიორას, ჰოფერს, ენდრიუ უაისს, იოსებ ბოისს, ანსელმ კიფერს და ვის აღარ.. და საბოლოოდ ავარჩიე ის, ვინც სულ პირველად გამიელვა თავში : პოლ დელვო... (1897 – 1994).
მიმაჩნია, რომ როდესაც კითხვებზე პასუხებს ვერ პოულობ და ეს მოსვენებას არ გაძლევს, მხატვრობა გადაგარჩენს. არ გაგჩენიათ სურვილი , აგეხსნათ, გადმოგეცათ თქვენივე სიზმარი, მაგრამ შესაფერისი სიტყვები ვერ გიპოვიათ? მე მქონია... ვერც ადგილს ვიხსენებდი, ვერც მდგომარეობას, ვერც მიზეზებს.. ერთხელაც აკადემიაში პოლ დელვო გავიცანი.. თავისი ტილოები მაჩვენა, სულ რამდენიმე, მაგრამ მაშინვე გავიფიქრე: ‘’ ღმერთო ჩემო, მან ჩემზე უკეთ იცის, მე რა მესიზმრება...’’ ბელგიელია, მოსამართლის ვაჟი. უარი თქვა არქიტექტურაზე, რათა ეხატა ღამეული, შიშველი ‘’კორები’’.. მთვარეული ლანდშაფტები.. ფარული სურვილები და ენთიმები.
დელვოს დე კირიკო უყვარს. მათი სიურეალიზმი და მეტაფიზიკაც შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. პოლმა მითხრა:’’ მე ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ხატვა.. მუდამ თავს ვკარგავდი მუშაობის დროს. თითოეული სილუეტი ხანგრძლივი შრომის შედეგია, რათა მიმეღწია სრული ჰარმონიისათვის. დაინახე პოეტური ექსპრესია..’’ დელვომ შესანიშნავად იცის ბერძნული და ლათინური. დაინტერესებულია ძველი რომისა და საბერძნეთის ისტორიითა. მე თუ მკითხავთ, ამიტომაც გვანან მისი ღამეული ასულები კორებს..
ჩვენს სამყაროს ცივი ფერები აკლია.. სამაგიეროდ, დელვოს ‘’სიზმრებში’’ ნარნარი მოიისფრო ასულები სახლობენ. ისინი არ არიან გამხდრები, მაგრამ არიან მილეულები.. სივრცეში იყურებიან, მაგრამ ცარიელი სახეებით.. ლამაზები არა, მაგრამ ნაზები არიან.. სილამაზე და გემოვნება არც არის მხატვრის სფერო. ამაზე დიზაინერებმა იდარდონ.. ისე Design ‘’ ღვთის ხელწერას’’ ნიშნავს.. მე რომ მკითხოთ, ეგ ხელწერა მხატვრობა უფროა..სული [ მონდრიანის] გისოსებიდან თავისუფლდება ..
როგორც პიკასოს შეუძლია, ზორბა, უხეში არსება სიფრიფანა ქმნილებასთან ჰარმონიულად დახატოს, ისე დელვოს შეუძლია გვაჩვენოს, ღამე , სადაც დღესავით სინათლეა.. ფიზიკოსები თუ ასტროლოგები და იქვე მოსეირნე ზმანებასავით არარეალური გოგონები..მათ ვერავინ ამჩნევს.. თვითონაც არავის იმჩნევენ. აქ ვერ ვხედავ სიმბოლოებს, სამაგიეროდ მთელი დელვოს მხატვრობა ჩემთვის მეტაფორაა, რომელიც პირდაპირ მდგომარეობაში გაგდებს. აქ ფეხაკრეფით დადიან…
მხატვრობა ემართებათ ხოლმე. თუ არ გტკივა, არ გშია , არ გცივა და ბედნიერი ხარ, ვერ შექმნი ისეთ ტილოს, რომ გაყინული და მშიერი ავადმყოფი შეძრას.. ხელოვნება იწყება იქ, სადაც მთავრდება ცხოვრება.. ასე, რომ პოლ დელვო - Paul Delvaux 1897- ფიქრები და ზმანებები...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG