Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო დასავლეთს სთხოვს დახმარებას რუსეთთან საზღვრის გაკონტროლებაში


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროკავშირსა და აშშ-ს დახმარება სთხოვა რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის კონტროლის გაძლიერებაში. სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოროშენკომ ეს თხოვნა სატელეფონო საუბრისას გაუზიარა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. პოროშენკომ სამშვიდობო გეგმის პრინციპებს შორის ჩამოთვალა: „საზღვართან 10 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა, უკანონოდ დაკავებული ადმინისტრაციული შენობების გათავისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და აგრეთვე ცენტრალური ტელე-რადიო არხების მაუწყებლობის აღდგენა“. პრეზიდენტმა პოროშნეკომ ხაზი გაუსვა ხელისუფლების დეცენტრალიზაციის, ვადამდელი ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. პოროშენკოს პრეს-სამსახური იუწყება, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა პოროშენკოს სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებულ ნაბიჯებს.
XS
SM
MD
LG