Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა მალაიზიის სანაპიროსთან ბორნის ჩაძირვას


შიშობენ, რომ სულ ცოტა 60 ადამიანი დაიღუპა მალაიზიის დასავლეთ სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად. მასზე ასამდე მგზავრი იმყოფებოდა. მალაიზიის ხელისუფლების ცნობით, გემი ინდონეზიიდან მალაიზიისკენ მიცურავდა და შუაღამისას სანაპირო ქალაქ ბანტინგიდან სამ კილომეტრში, მალაკის სრუტეში ჩაიძირა. გადარჩენილთა მოსაძებნად შემთხვევის ადგილას გაგზავნილია სამძებრო გემები. მალაიზიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მგზავრთა შორის იყვნენ ქალები და ბავშვები, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონოდ აპირებდნენ მალაიზიაში შეღწევას.
XS
SM
MD
LG