Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 ივნისს პოროშენკოსა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა


კრემლის პრესსამსახური იუწყება, რომ 17 ივნისს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ პუტინი შეეხნენ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის საკითხსაც. ვლადიმირ პუტინმა გამოხატა შეშფოთება ლუგანსკის რაიონში რუსი ჟურნალისტების დაღუპვის გამო და ყურადღება გაამახვილა მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოების უპირობო უზრუნველყოფაზე. პეტრო პოროშენკომ გამოხატა თანაგრძნობა რუსი ჟურნალისტების დაღუპვის გამო და რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ჩატარდება შესაბამისი გამოძიება და მიღებული იქნება აუცილებელი ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG