Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ნიგერიის ქალაქ დამატურუში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. სააგენტოების ცნობით, აფეთქება მოხდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციის საყურებლად შეკრების ადგილას, ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებების შეხვედრის დასაწყისში. ასაფეთქებელი მოწყობილობა სამბორბლიან მოტოროლერში იყო დამონტაჟებული. მსხვერპლის ზუსტი რიცხვი უცნობია. „ასოშიეიტედ პრესს“ ადგილობრივ საავადმყოფოში აცნობეს, რომ 15 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. საავადმყოფოს ერთ-ერთ თანამშრომელს კი უთქვამს, რომ სულ ცოტა 7 გვამი ნახა. „ბი-ბი-სი“, ექიმებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ საავადმყოფოში მიყვანილი დაჭრილების რაოდენობა იმდენად დიდი იყო - დათვლაც რთული იყო. ნიგერიაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. ადგილობრივი მოსახლეობა დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG