Accessibility links

logo-print

კოსოვოს ქალაქ მიტროვიცის მკვიდრმა სერბებმა ბარიკადები აიღეს


კოსოვოში ეთნიკური ნიშნით გაყოფილი ქალაქ მიტროვიცის მკივდრმა სერბებმა აიღეს ბარიკადები, რომლებიც სამი წელი იყო აღმართული მთავარ ხიდზე. ადგილობრივი მედია აჩვენებს ღამით ბარიკადების აღების სცენებს. მიტროვიცა გაყოფილია სერბებსა და ალბანელებს შორის, რომლებიც მდინარე იბარის ორ ნაპირზე ცხოვრობენ. სერბებმა 2011 წელს აღმართეს ბარიკადები, რათა არ დაეშვათ კოსოვოელი ალბანელების მმართველობის გავრცელება მიტროვიცის სერბულ ნაწილზე. სერბია, ისევე როგორც კოსოვოელი სერბები, არ აღიარებენ კოსოვოს დამოუუკიდებლობას. მაგრამ შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა შარშან მიაღწიეს ევროკავშირის შუამავლობით, სერბებს ავალდებულებს კოსოვოს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას და ბარიკადების აღებას.
XS
SM
MD
LG