Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ ბომბმა გამოიწვია გაზსადენზე აფეთქება


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, ბომბმა გამოიწვია აფეთქება, რომელიც 17 ივნისს მოხდა უკრაინაზე გამავალ ერთ-ერთ გაზსადენზე. ამ გაზსადენით რუსეთიდან გაზი მიეწოდება ევროპას. ავაკოვმა ეს განცხადება გააკეთა 18 ივნისს, მთავრობის სხდომაზე. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც გაზის გადაქაჩვა შეწყვეტილა. ავაკოვის შეფასებით, აფეთქებით გამიზნული იყო უკრაინის, როგორც სანდო სატრანზიტო ქვეყნის რეპუტაციის შელახვა. მინისტრმა გასცა დავალება გაზსადენის გასწვრივ დაცვის გასაძლიერებლად, საბოტაჟის თავიდან აცილების მიზნით. აფეთქება მოხდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა კიევს ფასის გარშემო ხანგრძლივი დავისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ამბოხების ფონზე.
XS
SM
MD
LG