Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი ცალმხრივი ზავის გამოცხადებას აპირებს


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აპირებს, ცალმხრივი ზავი გამოაცხადოს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უკრაინის ჯარები ებრძვიან რუსეთის მომხრე სეპარატისტებს. პოროშენკომ დღეს კიევში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მალე გასცემს ბრძანებას „ძალიან მოკლე“ ცალმხრივი ზავის შესახებ, რასაც ითვალისწინებს გეგმა 10 კვირის წინ დაწყებული ამბოხებისათვის ბოლოს მოსაღებად. მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ პოროშენკომ და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმირ პუტინმა 17 ივნისს ტელეფონით ისაუბრეს აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლო ზავზე. საუბარი შეეხო ასევე 17 ივნისს უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტს.
XS
SM
MD
LG