Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი


საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. გიორგი მარგველაშვილისა და სერჟ სარგსიანის პირისპირ საუბრის შემდეგ შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდება. სომხეთის პრეზიდენტის თანმხლებ დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, კულტურის და დიასპორის მინისტრები და პარლამენტის წევრები. თბილისში ვიზიტისას პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილსაც შეხვდება. სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და რუსთაველის თეატრში დაესწრება საიათნოვას დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტს.
XS
SM
MD
LG