Accessibility links

logo-print

გერმანიაში უკრაინის ელჩი დაასახელეს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში გერმანიის ელჩი, პავლო კლიმკინი დაასახელა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად. უკრაინის პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პოროშენკოს წინადადებით, კლიმკინი შეცვლის საგარეო უწყების ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ანდრეი დეშჩიციას. მოსალოდნელია, რომ პარლამენტში მიმდინარე კვირაშივე უყრიან კენჭს კლიმკინის კანდიდატურას. 47 წლის პეტრო კლიმკინი, 2012 წლიდან გერმანიაში უკრაინის ელჩი, მიჩნეულია ევროპული ორიენტაციის დიპლომატად, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე უკრაინის მოლაპარაკებებში. იუწყებიან აგრეთვე, რომ პოროშენკომ ვალერია ჰონტარევა დაასახელა ცენტრალური ბანკის ახალ თავმჯდომარედ. მისი კანდიდატურაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG