Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრი: მთავრობის ჯარები "ინიციატივას ეუფლებიან"


ერაყის პრემიერ-მინისტრის, ნური ალ-მალიკის განცხადებით, მთავრობის ჯარები „ინიციატივას ეუფლებიან და კონტრშეტევას ახორციელებენ“ მას შემდეგ, რაც ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებმა დაიპყრეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ჩრდილოეთ ერაყში. მალიკიმ 18 ივნისს სატელევიზიო მიმართვაში აღნიშნა, რომ ექსტრემისტების წინსვლით გამოწვეულმა „შოკმა“ ხელი შეუწყო ერაყში ეროვნული თანხმობის აღდგენას. ჯგუფ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ექსტრემისტები ბაღდადისაკენ მიიწევენ მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში ჩრდილოეთიდან დაიწყეს შეტევითი ოპერაცია. მთავრობის ჯარებმა 18 ივნისს გამოაცხადეს, რომ კონტროლი აღადგინეს სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ტალ აფარის ზოგ რაიონზე და მოიგერიეს შეტევა ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე ქალაქ ბაჯიში, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარეობს. ამასობაში, ინდოეთის საგარეო უწყებამ გამოაცხადა, რომ ქალაქ მოსულთან მოიტაცეს 40 ინდოელი, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა.
XS
SM
MD
LG