Accessibility links

თურქეთის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


თურქეთის მედიის ცნობით, ყოფილ პრეზიდენტ ქენან ევრენსა და საჰაერო ძალების ყოფილ სარდალს, თაჰსინ საჰინკაიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 1980 წელს სამხედრო გადატრიალებაში შესრულებული როლისთვის. 90 წლის ევრენს და 89 წლის საჰინკაიას ბრალად უყენებენ სამხედრო ჩარევისთვის ვითარების მომზადებას და გადატრიალების მოწყობას. 1980 წელს თურქეთში 20 წლის განმავლობაში მესამე პუტჩი მოეწყო. გადატრიალების ხელმძღვანელებიდან ცოცხლები მხოლოდ ევრენი და საჰინკაია არიან. მათი სამართლებრივი დევნა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავრობის ინიციატივით, 2010 განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები მათთვის იმუნიტეტის მოსახსნელად. სასამართლოს სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასწრებიან არც ყოფილი პრეზიდენტი და არც ყოფილი სარდალი.
XS
SM
MD
LG