Accessibility links

უკრაინელი სამხედრო შიშობს, რომ სეპარატისტებთან ზავი მეტ ჯარისკაცს შეიწირავს


უკრაინელი სამხედრო, ბატალიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე იგორ მოსიიჩუკი თვლის, რომ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტამ შეიძლება ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე მეტი სამხედრო შეიწიროს, გამოიწვიოს მტრის ძალების გადაჯგუფება და უკრაინის ტერიტორიაზე ახალი სახის იარაღის შეტანა. „საზღვრის სწრაფად დაკეტვის არ მჯერა. საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე ვიყავი - უკრაინიდან რუსეთში რამდენჯერმე შეუფერხებლად გადავედი და გადმოვედი“, - განუცხადებია უკრაინელ სამხედროს უკრაინულენოვანი ტელევიზიისთვის. ბატალიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილეს ეჭვი ეპარება ხელისუფლების ინიციატივის ეფექტიანობაში - „ვშიშობ, ტერორისტებთან ზავი ჩვენი ძალების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა იგორ მოსიიჩუკმა. ის დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებების წარმართვა შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე ადამიანებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და არა ბანდიტებთან.
XS
SM
MD
LG