Accessibility links

logo-print

89 წლის ფილადელფიელს ბრალი ედება მეორე მსოფლიო ომის დროინდელ დანაშაულში


პენსილვანიის შტატის სასამართლომ ფილადელფიის 89 წლის მცხოვრებ იოჰან ბრაიერის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ბრაიერს ბრალად ედება მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში 200 ათასზე მეტი ებრაელის დახოცვაში მონაწილეობა. იოჰან ბრაიერი ამერიკაში 1952 წელს ჩავიდა. ის არ უარყოფს, რომ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გუშაგად მუშაობდა, თუმცა, ირწმუნება, რომ ბანაკის გარეთ ასრულებდა მოვალეობას და ტუსაღების მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. ნაცისტებთან თანამშრომლობაში ბრაიერს ბრალი პირველად 20 წელზე მეტი ხნის წინ წაუყენეს და მაშინ აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო მის დეპორტაციას ცდილობდა. თუმცა, 2003 წელს სასამართლომ ბრაიერს აშშ-ში დარჩენის ნება დართო, რადგან დაადგინა, რომ ის გერმანიის სამხედრო დაცვაში მუშაობის დაწყებისას არასრულწლოვანი იყო და შეუძლებელი იყო ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე ეგო პასუხი. ახლანდელი დაკავების სანქცია დაკავშირებულია იოჰან ბრაიერისთვის გერმანიის ქალაქ ვაიდენის სასამართლოს მიერ ბრალის წაყენებასთან. გერმანიამ ბრალდებულის ექსტრადიცია მოითხოვა. ფილადელფიის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო დადგენილება იოჰან ბრაიერის დაპატიმრების შესახებ, გირაოს უფლების გარეშე.
XS
SM
MD
LG